უცხოური ენების ექსპერტთა მასტერ-კლასები

2019 წლის 25 და 26 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ექსპერტთა მასტერ კლასები ინგლისური ენისა და ფრანგული ენის მასწავლებლებისათვის. 
ინგლისური ენის მასტერ-კლასს - "ინგლისური ენისა და საგნის ინტეგრირებულად სწავლება"  უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ნონა პოპიაშვილი.
შეთავაზებულ მასტერ კლასში განხილული იყო ინტეგრირებული სწავლების არსი, გაანალიზდა მოდელი, რომლის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს და ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები.   
მასტერკლასს ქონდა ინტერაქტიული სამუშაო ფორმატი, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა შეხვედრაში, განსახილველი საკითხების სიღრმისეული გააზრება და პრაქტიკული გავარჯიშება. 
მასტერკლასი განკუთვნილი იყო დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის  მასწავლებლებისათვის.
ფრანგული ენის მასტერ-კლასს - “მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპლექსური ტიპის დავალების გამოყენება ფრანგული ენის გაკვეთილზე“ უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - მაკა ნადარეიშვილი.
მასტერ კლასს ასევე ესწრებოდა საქართველოში მოხალისე ფრანგი მასწავლებელი, პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე - იზაბელ სიბილო.
მასტერ-კლასის მიმდინარეობისას პედაგოგები გაეცვნენ სასწავლო პროცესში პრაქტიკული დავალებებისა და სიმულაციური სიტუაციების ნაკლებობის შედეგს, რაც იწვევს მოსწავლეების დემოტივაციას. აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კომპლექსური დავალებების სიმწირეა. უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მიდგომა კი სასწავლო პროცესში  კომპლექსური ტიპის დავალებების შექმნასა და მათ გამოყენებას გულისხმობს.
მასტერ კლასის შედეგად: მონაწილეები გაეცვნენ უცხოური ენის სწავლების თანამედროვე პრინციპებს (approche communicative et approche actionnelle) და შესაბამისად კომპლექსურ დავალებათა შექმნის სტრატეგიებს. მონაწილეებს საშუალება ქონდათ მონაწილება მიიღონ სასწავლო პროცესში გამოყენებულ კომპლექსურ დავალებათა სიმულაციაში. მათ ასევე მიიღეს რეკომენდაციები  მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.  
26 მაისს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - გიული მიქელაძე.