შუახევის მასწავლებელთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია

2019 წლის 25 მაისს შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში გაიმართა შუახევის მასწავლებელთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია: ,,კლასის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები.
კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.

კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით. 
კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე გიორგი დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე; ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ანა ლორია, რუსუდან წულუკიძე, კახა ჩაკვეტაძე, როინ ნაკაიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 150-მა პედაგოგმა მათ შორის იყო 40- მდე მომხსენებელი შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია რუსული ენა, ინგლისური ენა, კლასის მართვა. 
კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.