შეხვედრა ფრანკფურტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორთან

2019 წლის 29 მაისს აჭარის განათლების ფონდს, ბათუმის მასწავლებლის სახლს ეწვია  გოეთეს სახ. ფრანკფურტის უნივერსიტეტის, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი მანანა თანდაშვილი. ის შეხვდა ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილეს - ლალი ლომთათიძეს.
ბათუმის მასწავლებლის სახლისთვის საინტერესოა კონტაქტის დამყარება ფრანკფურტის ფრანკფურტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. 
შეხვედრაზე განიხილეს, თუ  რა პროგრამას შესთავაზებს ფრანკფურტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის, რომელიც დაეხმარება ქართული ენის მასწავლებლებს აიმაღლონ თავიანთი ცოდნა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში, გაეცნონ ახალ კვლევებს, მიიღონ ინფორმაცია. 
გოეთეს სახ. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორთან შეთანხმებით ქალბატონმა მანანამ ჩამოიტანა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრისა და ბათუმის მასწავლებელთა სახლის ერთობლივი პროგრამის განხორციელება, კერძოდ, მასწავლებელთა მოვლინება ფრანკფურტის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
მხარეები შეთახმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ბათუმის მასწავლებლის სახლში მასტერ კლასის ჩატარების კუთხით, ასევე აჭარის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გოეთეს ინსტიტუტში სტაჟირებაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდა ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.