ინკლუზიური განათლების ტრენინგები აჭარაში

2019 წლის 16-19 მაისს და 24-26 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლმა ბათუმსა და ქობულეთში დაგეგმა და ჩაატარა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და განხორციელება“, 32 საკონტაქტო საათი. 
24-26 მაისს კი ქედაში განხორციელდა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: „ინკლუზიური განათლების შესავალი“, 12 საკონტაქტო საათი.
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების ტრენერები - თამარ გოგიშვილი (ბათუმის მასწავლებლის სახლი), დალი თურმანიძე და ნინო მიქელაძე (ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა), ინგა ზარანდია - (დაბა ქედის საჯარო სკოლა). 
ტრენინგზე განხორციელებული ჯგუფური აქტივობები დაეხმარა მონაწილეებს გააცნობიერონ ინკლუზიური განათლებისთვის გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა. კერძოდ, მონაწილეები მიიღეს ინფორმაცია ჯგუფის ფორმირების პროცესისა  და  მისი განვითარების სტადიების შესახებ; გააცნობიერეს და  ისგ ჯგუფის წევრების როლი და პასუხისმგებლობება; ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ისგ ჯგუფის ფორმირების და ფუნციონირებისთვის.
მონაწილეები შეიძენენ თეორიული ცოდნას დანაკარგთან, ძლიერ სტრესთან განმკლავების ეტაპებს,  მშობელთან საუბრის ტექნიკებს, სენდვიჩის მეთოდს; მონაწილეები ასევე შეიძენენ ცოდნას სსსმ მოსწავლეების მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობისა და ასევე, ისგ ჯგუფში კონფლიქტების მართვის სტრატეგიებს შესახებ. 
მსმენელები ასევე შეისწავლიან ადაპტირებული გაკვეთილის სტრუქტურასა და მისი შედგენის ძირითადი პრინციპებს; ადაპტირებული გაკვეთილის არსს და მნიშვნელობას; გაეცნობიან სწავლების ეფექტიანი მეთოდებს: მულტისენსორული სწავლება და კეთებით სწავლება, კითხვის და წერის პროცესში მონაწილე სხვადასხვა მექანიმები და მათი დისფუნქციის გავლენა წერისა და კითხვის პროცესებზე.
17 და 18 მაისს ტრენინგის მიმდინარეობას ბათუმსა და ქობულეთში გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებს ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. 
ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.