სამუშაო შეხვედრა პედაგოგებთან

2019 წლის 13 სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა უცხო ენების უფასო შემსწავლელი კურსის მიმართულებით მომუშავე პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალი სასწავლო წლისთვის მზადება და პედაგოგებისთვის  კვლევის შედეგების გაცნობა, რომელიც ჩატარდა აჭარის განათლების ფონდში უცხო ენების უფასო შემსწავლელი კურსების მიმართულებით 2019 წლის ივნისის თვეში. გამოკითხვა მიზნად ისახავდა კურსის პროგრამულ კვლევას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად. კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ უშუალოდ უცხო ენების მიმართულებით რეგისტრირებული მსმენელები და თავად პედაგოგები.