გრძელდება ტრენინგი-„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“

ბათუმის მასწავლებლის სახლმა განაახლა  ტრენინგ-პროგრამის - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ პირველი  მოდულის ჩატარება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. ტრენინგები პარალელურად მიმდინარეობს ბათუმის მასწავლებლის სახლში და აჭარის მუნიციპალიტეტებში. 
2019 წლის 19 და 20 ოქტომბერს ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამთა კვარაცხელია, ქეთევან პაპავა (ბათუმის მასწავლებლის სახლი); ნინო დონდოლაძე, თინათინ კვაჭაძე, ნუკრი კობახიძე (დაბა ხულოს საჯარო სკოლა); ქეთევან ბასილაძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა); ხათუნა ტოტოჩავა, ნატო ზამთარაძე (ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა); ლუიზა რევიშვილი (დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლა).
მოდულის - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიზნებია: 
- მონაწილეებმა შეძლონ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების იდენტიფიცირება; თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტების გამოყენება; მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით დიფერენცირებული მიდგომის შემუშავება; მონაწილეებმა შეძლონ მოსწავლეებში მოტივაციის შექმნისა და ამაღლების მნიშვნელობის ახსნა; მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება. 
- მასწავლებელმა შეძლოს: მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების სასწავლო პროცესში გათვალისწინება; კონსტრუქტივისტული თეორიის ძირითადი პრინციპების გაკვეთილზე გამოყენება, რაც მოსწავლეებს ახალი ცოდნის აგებასა და ახლებური შეხედულებების ჩამოყალიბაში დაეხმარება.
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე. მოცულობა - 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი. 
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.
ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ადგილზე ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებს ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.