ახალი ეტაპი ქართული ენის უფასო შემსწავლელ კურსზე

2019 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო ახალი მე-3 ეტაპი ქართული ენის უფასო შემსწავლელ კურსზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა 4 ჯგუფი: 3- დამწყები საფეხურის (A1) ჯგუფი, 1 - ელემენტარული (A2) საფეხურის ჯგუფი. აღნიშნული კურსი ა(ა) იპ "აჭარის განათლების ფონდში" თავდაპირველად  ამოქმედდა 2018 წლის 8 ნოემბერს. კურსზე ძირითად ირიცხებიან ის მოქალაქეები, ვისთვისაც ქართული არ წარმოადგენს მშობლიურ ენას. სწავლების ხანგრძლივობა თითოეულ საფეხურზე შეადგენს 4 თვეს. ელემენტარული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.