ახალი ტრენინგი ქართული ენის მასწავლებლებისათვის (V-XII კლ.)

25-26 იანვარს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ქართული ენასა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის (V-XII კლ.): „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის “. 
ტრენინგი ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა - მაია ინასარიძემ.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მუზეუმების გამოყენება სასწავლო დანიშნულებით; არტეფაქტების სამყარო; ხელნაწერები, როგორც სასწავლო რესურსი (პრაქტიკული სამუშაო); იკონოგრაფიის ფონდის მასალების გამოყენება (აქტივობის იმიტირება); სასწავლო      ექსკურსიის დაგეგმვა; მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები; აქტივობების  დაგეგმვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში; სამუზეუმო ექსპონატები სკოლაში, ვირტუალური ექსკურსიები მუზეუმებში - მოსწავლე გიდი; სასკოლო       ექსკურსიის იმიტირება; სასწავლო პროექტების შექმნა სამუზეუმო მასალების გამოყენებით. 
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ტრენერები და აჭარის სკოლების პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია.
ტრენინგის ხანგრძლივობა არის: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი. რაც ECTS - 1 კრედიტია.
24 და 25   იანვარს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგის  მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.