უცხოეთში ქართული ენის მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წლის 21-22  თებერვალს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებელთა სახლში) ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად ჩატარდა ქ. ფრანკფურტში ქართული ენისა და ლიტერტურის  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება. კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
22 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ეკატერინე დგებუაძესთან ერთად აჭარის განათლების ფონდს ესტუმრა, ფონდის საქმიანობას გაეცნო და კონკურსის მონაწილებსაც გაესაუბრა.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; მანანა თანდაშვილი -  ქ. ფრანკფურტის (გერმანია) გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი; მაია ინასარიძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი; შუშანა სურმანიძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; ხატია ბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი. 
კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე. ფრანკფურტში სტაჟირებისათვის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიდან. 
კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა ათი გამარჯვებული: აბაშიძე მარიზა, ბერიძე გიული, გიორგაძე თინათინ, თავდგირიძე ნათია, კვარაცხელია თამთა, კოჩალიძე ნაზი, ლორია ანა, მოწყობილი რუსუდან, ჟიჟავაძე ნაირა, ურუშაძე ნატალია. 
             ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა (V – XII კლ.) გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ქ. ფრანკფურტი) ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება 2020 წლის 17 - 24 აპრილს.