შეხვედრა ფონდი „ჰუმანდოკის“ წარმომადგენლებთან

2020 წლის 26 აგვისტოს სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  ფონდი „ჰუმანდოკის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტი სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძეს, აჭარის განათლების ფონდის დირექტორს რუსუდან ქავთარაძეს და აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ლალი ლომთათიძეს.
შეხვედრაზე განიხილეს  პედაგოგების საპილოტე ტრენინგ-პროგრამა -  "ძალადობა, მსხვერპლის, მოძალადის ამოცნობა, პრევენცია რეაგირება და სამართლებრივი მექანიზმები" და აჭარის სკოლების პედაგოგებთან მისი დანერგვის მექანიზმები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ფონდი ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის განათლების პროგრამის კოორდინატორი მეგი ბიბილური; ექსპერტი ტრენერი, 2017 წლის მასწავლებლის საუკეთესო ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა და  „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ პროგრამების კოორდინატორი ლევან გეგეშიძე.