ახალი სასწავლო ეტაპი ქართული ენის უფასო შემსწავლელ კურსზე

მიმდინარე პერიოდში, ახალი ეტაპის ფარგლებში, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდში“ უცხო ენებისა და კომპიუტერის უფასო შემსწავლელი კურსების მიმართულებით,   შეიქმნა ქართული ენის 6 ახალი ჯგუფი, რომელშიც ირიცხება 70 მსმენელი. აღნიშნულ კურსზე სწავლება კვლავინდებურად მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში, “Zoom” პლატფორმის გამოყენებით.  კურსის ხანგრძლივობა თითოეულ საფეხურზე შეადგენს 4 თვეს.

ქართული ენის უფასო შემსწავლელ კურსს ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად, ქართული ენის სასწავლო პროგრამა მოიცავდა მხოლოდ პირველ (A1- დამწყები,  საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით) საფეხურს. 2019 წელს, სასწავლო პროგრამას დაემატა მეორე საფეხური (A2- ელემენტარული), ხოლო 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ასევე იმის გათვალისწინებით რომ, სასწავლო პროცესი ამ პერიოდში დისტანციურად მიმდინარეობდა, კურსის პოპულარობის ზრდამ და მსმენელების მხრიდან არსებულმა მზაობამ, შექმნა საჭიროება სასწავლო პროგრამას დამატებოდა კიდევ ერთი საფეხური (B1 - საშუალო, საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით).