აჭარის განათლების ფონდი უცხოელ სტაჟიორებს მასპინძლობს

დღეს, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მ/შ რუსუდან ქავთარაძე უცხოეთში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებსა და ამავე პროგრამის კოორდინატორს - ნინო ბერაძეს მასპინძლობდა.

 ლუიზა კროსბი, შარლ ბეკლარი და ლორა ბონმარიაჟი,  ქართველ პედაგოგებთან ერთად ინგლისური და ფრანგული ენის გაკვეთილებს ჩაატარებენ, რის შედეგადაც განათლების ფონდის მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე უცხოელ სპეციალისტებთან  და შესწავლილი ლექსიკური ერთეულები და გრამატიკულ-სტრუქტურული ენობრივი  ფორმები გამოყენონ საკომუნიკაციო პროცესში.