თიმსით სწავლების ტრენინგები პედაგოგებისათვის

აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ვებინარულ ტრენინგებს მოდულით: “დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით “; 8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

აღნიშნული მოდული დაეხმარება ყველა მონაწილეს დაგეგმოს თავისი პროფესიული საქმიანობა: უკეთ გაართვას თავი მოსწავლეებთან დისტანციურ სწავლებას, გაუიოლდეს მოსწავლეებთან ონლაინ-კომუნიკაცია, მიიღოს საჭირო კრდ/ქულა, წარმატებით გაართვას თავი მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგებს დისტანციურად.

2021 წლის 10-11 და 17-18 აპრილს ვებინარული ტრენინგი დაიგეგმა და ჩატარდა ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლების პედაგოგებისათვის, სულ ჯგუფში 20 მონაწილე.

ტრენინგის საკითხებია: Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის.

ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ისტის მიმართულების ტრენერი - მინდია დიდმანიძე.

17 აპრილს ტრენინგის მიმდინარეობას დისტანციურად გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი -  თინათინ ციცხვაია.

აღნიშნული ტრენინგ-მოდული  აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადმოეცა აჭარის განათლების ფონდს.

ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისათვის.