ტრენინგები ქიმიისა და ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლებისათვის

✅ 2021 წლის 3-12 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ქიმიისა და ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელთათვის.

ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: ჟანგვა-აღდგენა არაორგანულ ქიმიაში“, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნუკრი კობახიძე და თალიკო ჯაყელი.

ქიმიის ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა გაიღრმავონ არსებული ცოდნა ჟანგვა-აღდგენით მიმდინარე ქიმიური პროცესების შესახებ და დაადგინონ ამ პროცესების ზოგადი კანონზომიერებები.

✅ ტრენინგ-მოდულს: აქტიური სწავლების მიდგომები ბიოლოგიაში“,  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნანა ვარდმანიძე.

ბიოლოგის ტრენინგ-მოდულის მიზანია: ბიოლოგიის სწავლების აქტიური მეთოდების გაცნობა განხილული მაგალითების საშუალებით და სასწავლო პრაქტიკაში დანერგვა.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.