დასრულდა მათემატიკის უფროს მასწავლებელთა ტრენინგების პირველი ეტაპი

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგების პირველი ეტაპი. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ 2021 წლის 10-19 ივლისს; 14-23 ივლისს და 21-30 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები დაწყებითი საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლების სამი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულს: „დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნინო ვაშალომიძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: მათემატიკის სასკოლო კურიკულუმის ძირითადი კომპონენტები; სასკოლო კურიკულუმის შექმნის და განვითარების მეთოდოლოგია; მათემატიკის დაწყებითი საფეხურის ცალკეული საკითხების სწავლების სპეციფიკა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის; კითხვის სტრატეგიების გამოყენება ტექსტური ამოცანების ამოხსნისას; მათემატიკური შინაარსის, საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.
✅ 2021 წლის 15-19 ივლისსა 21-25 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლების მეორე ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: გამჭოლი კომპეტენციების ფორმირება მათემატიკური შინაარსის დავალებებზე მუშაობისას; მათემატიკის საბუნებისმეტყველო საგნებთან ინტეგრირების დაგეგმვა; კომპიუტერული პროგრამების - GeoGebra, Desmos გამოყენება სწავლების პროცესში; ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა შეფასების, თანამშრომლობითი სწავლების და დიფერენცირებული სწავლების მიზნით; ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დიფერენცირებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით; ისტ-ის გამოყენება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.