გეოგრაფიის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის: I ჯგუფი - 25-30 სექტემბერი; 1, 3-5 ოქტომბერი; II ჯგუფი - 5-14 ოქტომბერი.

ტრენინგ-მოდულს: „გეოგრაფიული წიგნიერება: ციფრული რესურსების  და გეოგრაფიული წყაროებისა გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლუიზა რევიშვილი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგის მიზანია: მასწავლებლები გაეცნონ გეოგრაფიული წყაროების გამოყენების  მნიშვნელობას   და სტრატეგიებს გეოგრაფიის  სწავლებისას და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას; გაეცნონ სწავლებისათვის სასარგებლო გეოგრაფიულ ინტერნეტ-ინსტრუმენტებს და  ელექტრონული რუკების - პროგრამების  Google Earth -ისა  (გუგლ დედამიწა) და https://mapmaker.nationalgeographic.org/ -ის გამოყენებას; შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რათა   მოსწავლეებს განუვითარონ გეოგრაფიული წიგნიერება და  სწავლა-სწავლების პროცესი  გახადონ სახალისო, საინტერესო,  ეფექტიანი და  მოსწავლეებმა   შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.