საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომისიის სამუშაო შეხვედრა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგთა დახმარების პროცესს.

✅ მიმდინარე წლის 2-3 ივნისს ბათუმში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია - „ადრეული განათლება და ზრუნვა“, რომელიც ადრეულ განათლებაზე წვდომის, ხარისხისა და ინკლუზიის საკითხებზე აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას მიეძღვნება. საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

✅ 2022 წლის 19 იანვარს დაიგეგმა საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომისიის პირველი ონ-ლაინ სამუშაო შეხვედრა.

✅ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის უფროსი – თამარ თოლორაია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის უფროსი - ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მენეჯერი - ნინო ლაბარტყავა, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სკოლამდელი განათლების კონსულტანტი - ანა ჯანელიძე; ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი - ნატო შეროზია; კონფერენციის კოორდინატორი - ნინო ალელიშვილი; ჟურნალისტი - ხათუნა დოლიძე.

✅ შეხვედრის მიზანი იყო: კონფერენციის კონცეფციისა და სამუშაო კალენდრის განხილვა, ასევე კონფერენციის შინაარსობრივ მიმართულებებზე შეთანხმება.