ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის სამუშაო ვიზიტი ბათუმში

➡ 2022 წლის 28 იანვარს აჭარის განათლების ფონდს ვიზიტით ეწვია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე - დავით ხვედელიძე, ეროვნული ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელები: ნონა პოპიაშვილი და ხათუნა ბარაბაძე.

➡ ვიზიტის მიზანი იყო ეროვნულ ცენტრსა და განათლების ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და 2022 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

➡ ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციამ აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელობას და ტრენერებს გააცნო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვა
2022 წლის საქმიანობის შესახებ.

➡ შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის პროგრამები:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი - ნონა პოპიაშვილი)
  • სტანდარტებისა და რესურსების პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი - ხათუნა ბარაბაძე)

➡ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიმართულებით- ლალი ლომთათიძე, საგნობრივი მიმართულების ტრენერები - მარიზა აბაშიძე, მზია სალაძე, თალიკო ჯაყელი და ნიკოლოზ იმედაიშვილი.

➡ შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციის ვიზიტი ქ. თბილისში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.