ტრენინგი - „კომპიუტერული პროგრამის „ChemSketch“ გამოყენება ქიმიაში“

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
2022 წლის 11-16 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ქიმიის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
ტრენინგ-მოდულს: „კომპიუტერული პროგრამის „ChemSketch“ გამოყენება ქიმიაში“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნუკრი კობახიძე და თალიკო ჯაყელი.
აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მასწავლებლები:
• გაეცნონ პროგრამა „ChemSketch“-ის გამოყენების პრინციპს, მის შესაძლებლობებს, ინსტრუმენტებს; • ამ პროგრამაში ააგონ სხვადასხვა ორგანული ნაერთის სტრუქტურული ფორმულები, ქიმიური რეაქციების ტოლობები, • ააწყონ გონებრივი რუკები პროგრამაში არსებული შაბლონების გამოყენებით.
ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
 • პროგრამის გამოყენებას სასწავლო რესურსების/სამუშაო ფურცლების შესაქმნელად
• ნახშირწყალბადების იზომერების აგებას და ნახშირწყალბადების დანომრვას;
•ნახშირწყალბადების ნაწარმების - ჟანგბად-, აზოტშემცველი ნაერთების სტრუქტურული ფორმულების აგებას;
•პროგრამაში არსებული ქიმიური ფორმულების მზა შაბლონების გამოყენებას, ლაბორატორიული ჭურჭლის გამოყენებით ცდის აწყობას;
• 3D ფორმულების აგებას;
• ბურთულღეროვანი მოდულების აგებას;
• სტრუქტურული ფორმულის მიხედვით ნაერთის დასახელებას.
იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 13 და 16 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და საბუნებისმეტყველო მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.