ტრენინგი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელთათვის

2022 წლის 28 ივნისიდან აჭარის განათლების ფონდი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელთათვის პრაქტიკული სავარჯიშოებითა და მაგალითებით დატვირთული 20 საათიანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შემსწავლელი კურსების განხორციელებას იწყებს.  პროგრამას მაღალკვალიფიციური ტრენერები წარუძღვებიან. აღნიშნული სწავლება ეტაპობრივად განხორციელდება   ყველა თანამშრომლისთვის. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი  დოკუმენტი.