ტრენინგი დაწყებითი საფეხურის ქართული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

2022 წლის 18-23 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (1-6 კლ.) მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ქართულის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე, უფროსი მასწავლებლებისთვის ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ელისო ვადაქარია.

ტრენინგ-მოდულის თემატიკა: დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი  მასწავლებლები გაეცნობიან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს (თანამშრომლობითი სწავლება, პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლება, თემატური ერთეულებით სწავლება, ინტეგრირებული სწავლება).

ტრენინგ-კურსის მიზანია:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ქართულის სწავლებისას;

სწავლა-სწავლების პროცესში მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

გაიღრმავონ  პროფესიული ცოდნა და უნარები;

დაეუფლონ ქართულის სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს;

მიზნობრივად  და ეფექტიანად  შეარჩიონ  და გამოიყენონ   სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას სწავლებისას;

დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

22 ივნისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.