ტრენინგები ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 18-27 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე სამოქალაქო განათლების მოქმედი მასწავლებლებისათვის; ხოლო 20-30 ივნისს ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ისტორიის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევა, INSPIRE სტრატეგიები, კურსი უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნინო ტავლალაშვილი.
➡️ ტრენინგ-მოდულის თემატიკა: INSPIRE სტრატეგიები; სამართლებრივი დოკუმენტები (ბავშვთა უფლებათა კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი); ძალადობრივი სოციალური ნორმების ანალიზი; განათლება და სასიცოცხლო უნარები.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
•    მსჯელობას INSPIRE სტრატეგიებზე ძალადობის დასაძლევად
•    საქართველოს საკანონმდებლო დოკუმენტების გაანალიზებას, ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით
•    ძალადობის ელემენტების ამოცნობას საზოგადოებაში მიღებულ ნორმებში
•    წვლილი შეიტანონ ბავშვებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნაში.

➡️ ტრენინგ-მოდულს: „XIX – XX საუკუნეების ქართული პუბლიცისტიკა უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
•    გაანალიზონ ქართული პუბლიცისტიკის მიღწევები სათანადო დოკუმენტებზე დაყრდნობით;    
•    XIX – XX საუკუნის  ქართული პუბლიცისტიკის საფუძველზე კონკრეტული ეპოქის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას.
•    XIX – XX საუკუნის ქართული პუბლიცისტიკის განხილვას ზოგად ისტორიულ კონტექსტში. 
•    ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ 24 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და საზოგადოებრივი მეცნიერებების  მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.