ინტეგრირებული ტრენინგი დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის ივნისსა და ივლისში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასის) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მოქმედი მასწავლებლების სამი ჯგუფისათვის.  ხოლო 
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „კომბინირებული მოდული I-IV კლასის უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის“- ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო ვაშალომიძე (18-27 ივნისი)  , ნინო მალაზონია (18-27 ივნისი) და ლეილა წულუკიძე (2 ივნისი - 4 ივლისი).
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მასწავლებლები გაეცნონ შემდეგ საკითხებს:
• ეროვნული სასწავლო გეგმის კომპონენტები;
• ქართულის სწავლების თანამედროვე მიდგომები;
• STEAM პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლებაში;
• ბუნებისმეტყველების სწავლების თავისებურებები.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
 • გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და უნარები;
 • დაეუფლონ ქართულის სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს;
 • მიზნობრივად და ეფექტიანად შეარჩიონ და გამოიყენონ   ელექტრონული რესურსები მათემატიკის სწავლებისას;
 • დაეუფლებიან ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდურ სტრატეგიებს;
 • დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (ქართული ენა და ლიტერატურა - მინიმუმ 3 სესია, მათემატიკა - მინიმუმ 3 სესია, ბუნებისმეტყველება - მინიმუმ 1 სესია);
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 22 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე. 
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება მასზე დარეგისტრირებული ყველა უფროსი მასწავლებლისათვის.