ტრენინგი ხელოვნების უფროსი მასწავლებლებისათვის: „მუზეუმები და საველე პრაქტიკა“

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 27-30 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ხელოვნების  მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 4 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „მუზეუმები და საველე პრაქტიკა უფროსი მასწავლებლებისათვისატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ხათუნა ლომაძე.

➡️კურსის მიზანია: კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
მუზეუმის, როგორც სასწავლო რესურსის საგანმანათლებლო პოტენციალის გაცნობიერება;

სამუზეუმო გაკვეთილების დაგეგმვასა და შესაბამისი სტრატეგიების გაცნობა/შემუშავება;

ადგილობრივი მუზეუმების პროგრამების გაცნობა და მათ შესახებ მსჯელობა;

საველე პრაქტიკის მნიშვნელობის გაცნობიერება;

დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება;

შესაბამისი აქტივობების გაცნობა/დაგეგმვა;

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან შესაბამისობის დადგენა.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️30 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.