დასრულდა ტრენინგები ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლებისთვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი წარმატებით ახორციელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
2022 წლის 25 ივნისს - 4 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ბიოლოგიის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
ტრენინგ-მოდულს: ბიოლოგიის ზოგადი კურსი - ძირითადი საგნობრივი და მეთოდური ორიენტირები უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ხათუნა ტოტოჩავა და ნანა ვარდმანიძე.
ტრენინგმოდულის მიზანია: მისცეს მონაწილეებს ძირითადი საგნობრივი და პედაგოგიური ცოდნა ბიოლოგიის სტანდარტში გათვალისწინებული თემების, ციტოლოგიის, გენეტიკის, ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის, ევოლუციისა და ეკოლოგიის სწავლებისათვის.
ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს:

ეცოდინებათ ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კომპონენტები და თემის აგების პრინციპები;

გაიღრმავებენ ცოდნას ბიოლოგიის საკვანძო საკითხებში შემდეგი თემებიდან: ციტოლოგია, გენეტიკა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, ევოლუცია, ეკოლოგია;

გაეცნობიან მოსწავლის დავალებების სხვადასხვა ტიპებს და შეძლებენ  მათ გამოყენებას საგნის სწავლების პროცესში.
 იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
 29 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო - დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.