ტრენინგი: „აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველების სასწავლო პროცესში უფროსი მასწავლებლებისათვის“

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 25 ივნისს - 4 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ბუნებისმეტყველების  მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველების სასწავლო პროცესში უფროსი მასწავლებლებისათვის“ წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე და თამილა თალაკვაძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზნებია მონაწილეები გაეცნონ: 
• ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში, მეცნიერული კვლევა-ძიების უნარების განვითარებას;
• გააცნობიერებენ მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარების აუცილებლობას სწავლის სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებისთვის; 
• გაეცნობიან სწავლის რამდენიმე ეფექტურ სტრატეგიას და შეძლებენ მოსწავლეთათვის მათ ადექვატურად შეთავაზებას;
• გაეცნობიან  სწავლების ფორმებს,  შეძლებენ მათ შერჩევას გაკვეთილის მიზანთან, აქტივობასთან და მეთოდთან/სტრატეგიასთან  
• სწავლა-სწავლების პროცესში მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენებას.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები.
• დაგეგმონ აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარების ხელშეწყობას.
• შეძლებენ მოსწავლეებს შეთავაზონ სწავლების ეფექტური სტრატეგიები,რომელიც ხელს შეუწყობს მეტაკოგნიკური უნარების განვითარებას.
• აქტივობების დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური საჭიროებები
• დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 29 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.