ტრენინგი - „კინო მუსიკისათვის უფროსი მასწავლებლებისათვის“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
 2022 წლის 25 ივნისსა და 4 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მუსიკის მოქმედი მასწავლებლების პირველი ჯგუფისათვის. 
 ტრენინგ-მოდულს:  „კინო მუსიკისათვის უფროსი მასწავლებლებისათვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ლალი კონცელიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
 მოდულის მიზანია: კინოსა და მუსიკის ურთიერთკავშირის დადგენა, მუსიკალური ფილმების გახილვა, სცენარის წერის ტექნიკის გაცნობა
 ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 
• მოსწავლეების შემოქმედებითი იდეების გენერირების ხელშეწყობას, 
• მუსიკასა და ხელოვნების სხვა დარგებს შორის კავშირების  გამოყენებას მუსიკის ფუნქციონირებისათვის.
 იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
 30 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.