ზოგადპროფესიული უნარების ტრენინგები უფროს მასწავლებელთათვის

   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡ 2022 წლის 25 ივნისს - 4 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.
➡ ტრენინგს: „თანამედროვე მიდგომები სწავლებაში“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ლელა თავდგირიძე და თამთა კვარაცხელია. 
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი
➡ მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნობიან დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს, რომელთა სასწავლო პროცესში გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, მათში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. მონაწილეები შეძლებენ განხილული სტრატეგიების გამოყენებას სასწავლო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
➡  ტრენინგის თემატიკაა: დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპები; მოსწავლეებში სოციალური და მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიტიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი, მეტაკოგნიტური) გასავითარებელი სტრატეგიები და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობები.
➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
   დაესწროს ტრენინგის 70%-ს
   გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡ 29 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - მაია ზოსიძე. 
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება მასზე დარეგისტრირებული ყველა უფროსი მასწავლებლისათვის.