ტრენინგი „წყაროების გამოყენება ისტორიის სწავლებისას“

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡ 2022 წლის 25 ივნისსა და 4 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ისტორიის მოქმედი მასწავლებლებისათვის.
➡ ტრენინგს - „წყაროების გამოყენება ისტორიის სწავლებისას“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნიკოლოზ იმედაიშვილი. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡ მოდულის მიზანია: მასწავლებელების მიერ განსხვავებული ტიპის წყაროების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე.
➡  ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: გაანალიზონ როგორც ვიზუალური, ასევე წერილობითი წყაროები; რომელიმე ისტორიული პროცესის/მოვლენის რეტროსპექტულად დანახვას; საქართველოში განვითარებული ისტორიული პროცესების განხილვას ზოგად ისტორიულ კონტექსტში გაანალიზებას.
➡  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡ 4 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას  გაეცნო: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.