პროფესიული უნარების ტრენინგი წამყვან მასწავლებელთათვის

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡ 2022 წლის 5 - 10 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლებისათვის.
➡ ➡  ტრენინგ-მოდულს: „როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარები“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ლელა თავდგირიძე.
➡  აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეები გაეცნონ პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სტრატეგიებს, რათა შეძლონ პრაქტიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი.
➡ ტრენინგ-მოდულის თემატიკა: შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების არსი, განსხვავება ამ ორი ტიპის აზროვნებას შორის; კრეატიულობის განვითარების გენერაციულობის თეორია; პრობლების შემოქმედებითად გადაჭრა - გენერირების და ფოკუსირების ფაზების მონაცვლეობა; პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სტრატეგიები და მათი გამოყენება პრაქტიკაში.
➡ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ სასწავლო თემის, ცნებებისა და მკვიდრი წარმოდგენების  შესაბამისად პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სტრატეგიების ინტეგრირება თემატური ერთეულის დაგეგმვისას.
➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
 - დაესწროს ტრენინგის 70%-ს
 - გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

➡ 29 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - მაია ზოსიძე. 
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება მასზე დარეგისტრირებული ყველა უფროსი მასწავლებლისათვის.