ტრენინგი - „სწავლებაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

2022 წლის 5-10 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა მდგრადი განვითარებისთვის  ხელშეწყობის ტრენინგი წამყვანი მასწავლებელთათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: განათლება მდგრადი განვითარებისთვის - სწავლებაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი.

 ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლებმა შეძლონ მდგრადი განვითარების ჩართვა სწავლებაში, სასწავლო პროგრამაში და აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება, მათი კომპეტენციები მდგრადობის მიმართულებით. დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, კომპლექსური დავალებები, პროექტები აღნიშნულ თემაზე.

 ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 

  • შეძლებენ შესაბამისი პროექტების დაგეგმვის გზით მდგრადობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი კომპეტენციების განვითარებას;
  • შეძლებენ მდგრადი განვითარების ინტეგრირებას სასწავლო პროგრამაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში;
  • შეძლებენ ონლაინ აპლიკაციების და მწვანე კალკულატორების გამოყენებას;
  • შეძლებენ იმ ღონისძიებათა ერთობლიობაზე მსჯელობას, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება გლობალურ დონეზე ახორციელებს.

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

9 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.