გრძელდება ტრენინგები ქართული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 2-11 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (1-6 კლ.) და (7-12 კლ.) მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.  ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ქართულის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე, უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: თინათინ გიორგაძე.
✅ ტრენინგ-მოდულის თემატიკა: დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი  მასწავლებლები გაეცნობიან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს (თანამშრომლობითი სწავლება, პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლება, თემატური ერთეულებით სწავლება, ინტეგრირებული სწავლება).
✅ ტრენინგ-მოდულს: „ვეფხისტყაოსნის“ საკვანძო და აქტუალური საკითხების სწავლების თავისებურებები უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ანა ლორია.
✅ ტრენინგ-კურსის მიზანია: 
• „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების აქტუალური საკითხების განხილვა და ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობა. 
•Bookcreator პლატფორმის შესაძლებლობების გააზრება და მისი ეფექტიანი გამოყენება სწავლებაში.   
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა  დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.