ტრენინგები ფიზიკა-მათემატიკის (7-12 კლ.) უფროსი მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 2-11 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ფიზიკისა და მათემატიკის (7-12 კლ.) უფროსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების დიდაქტიკის ცალკეული საკითხები უფროსი მასწავლებლებისთვის “, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი როინ ნაკაიძე.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა განივითარონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ფიზიკის შესავალი კურსი და სწავლების სტრატეგიები უფროსი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნატო ზამთარაძე.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე ფიზიკის სწავლებისათვის საჭირო საგნობრივი და მეთოდური ცოდნა და უნარები ფიზიკის საკვანძო საკითხებში.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 6 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ:  დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.