დასრულდა ტრენინგები ისტორიის უფროს მასწავლებელთათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის უფროსი მასწავლებლებისათვის.
2022 წლის 2-11 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ისტორიის მოქმედი მასწავლებლების მესამე ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: „XIX – XX საუკუნეების ქართული პუბლიცისტიკა უფროსი მასწავლებლებისათვისატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე.
ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • გაანალიზონ ქართული პუბლიცისტიკის მიღწევები სათანადო დოკუმენტებზე დაყრდნობით;   
  • XIX – XX საუკუნის  ქართული პუბლიცისტიკის საფუძველზე კონკრეტული ეპოქის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას.
  • XIX – XX საუკუნის ქართული პუბლიცისტიკის განხილვას ზოგად ისტორიულ კონტექსტში.

ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
 6 ივისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნ დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.