გრძელდება დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგები

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
2022 წლის 2-11 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასის) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
ტრენინგ-მოდულს: კომბინირებული მოდული I-IV კლასის უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის“- ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნინო მალაზონია.
აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მასწავლებლები გაეცნონ შემდეგ საკითხებს:

ეროვნული სასწავლო გეგმის კომპონენტები;

ქართულის სწავლების თანამედროვე მიდგომები;

STEAM პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლებაში;

ბუნებისმეტყველების სწავლების თავისებურებები.
ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
 • გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და უნარები;

 • დაეუფლონ ქართულის სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს;

 • მიზნობრივად და ეფექტიანად შეარჩიონ და გამოიყენონ   ელექტრონული რესურსები მათემატიკის სწავლებისას;

 • დაეუფლებიან ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდურ სტრატეგიებს;

 • დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
 იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (ქართული ენა და ლიტერატურა - მინიმუმ 3 სესია, მათემატიკა - მინიმუმ 3 სესია, ბუნებისმეტყველება - მინიმუმ 1 სესია);
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
 10 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.

აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება მასზე დარეგისტრირებული ყველა უფროსი მასწავლებლისათვის.