ტრენინგები - „კათედრის საქმიანობა და ხარისხის მართვა“

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.

➡️ 2022 წლის ივლისში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი და წამყვანი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.

➡️ 2-11 ივლისს ტრენინგ-მოდულს: „კათედრის საქმიანობა და ხარისხის მართვა უფროსი მასწავლებლებისათვის “, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - მზია სალაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ 9-14 ივლისს ტრენინგ-მოდულს: „კათედრის საქმიანობა და ხარისხის მართვა წამყვანი მასწავლებლებისათვის “, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - მარიზა აბაშიძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის  და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა და დაწესებულების კათედრის წევრთა უფლება-მოვალეობების გააზრება; კათედრის პორტფოლიოს შექმნა teams- პლატფორმის გამოყენებით.

➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები:

შექმნიან კათედრის სამოქმედო გეგმას;

პრაქტიკულად განიხილავენ მასწავლებლის პორტფოლიოს და მისცემენ უკუკავშირ;

იმუშავებენ კათედრის სემესტრული და წლიური ანგარიშის სტრუქტურაზე;

იმსჯელებენ უკუკავშირის, ანგარიშვალდებულებისა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმების მნიშვნელობაზე.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოროდინატორი - მაია ზოსიძე.