ტრენინგები - „ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები. 2022 წლის ივლისში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა „ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ტრენინგები  უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.

➡️ 11-13 ივლისს ტრენინგ-მოდულს: „კიბერბულინგის პრევენცია  სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ხათუნა ლორთქიფანიძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლების კიბერცნობიერების ამაღლება. ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები აიმაღლებენ ცნობას კიბერუსაფრთხოების შესახებ და გაიუმჯობესებენ უნარებს.

➡️ 14-16 ივლისს ტრენინგ-მოდულს: „ენობრივი ბარიერის გადალახვა ვირტუალურ სასწავლო გარემოში“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ხათუნა ლორთქიფანიძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: თარგმნის ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტური გამოყენებით ენობრივი ბარიერის გადალახვა სასწავლო რესურსების მოძიების, გაცნობის, მომზადების და გამოქვეყნების პროცესში, ასევე საჯარო გამოსვლების დროს. ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ თარგმნის ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას სასწავლო აქტივობებისას.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდდირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.