დასრულდა ტრენინგები ისტორიის წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის წამყვანი მასწავლებლებისათვის.
2022 წლის 12-17 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ისტორიის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: „პრობლემის დასმა და მისი გადაჭრა ანტიკური ეპოქის მაგალითზე“ - ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე.

ტრენინგ-მოდულის ზოგადი მიზნებია: მასწავლებლებმა გაანალიზონ ანტიკური ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხები, დასვან პრობლემები და შეეცადონ მათი გადაჭრა; სწავლა-სწავლების პროცესში მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.
ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

      • მრავალფეროვან წყაროებზე  დაყრდნობით გაანალიზონ ანტიკური ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხები;

      • ისტორიული პრობლემის დასმასა და მის გადაჭრას;

      • პირველად და მეორად წყაროების  შეჯერებას და ერთიანი ისტორიული სურათის წარმოჩენას;

      • დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
       • დაესწროს ტრენინგის 70%-ს
       • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
 ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.