ინკლუზიური განათლების ტრენინგი უფროსი მასწავლებლებისათვის

➡️  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებელთა ტრენინგები.

➡️ 2022 წლის 9-18 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ინკლუზიური განათლების ტრენინგები  უფროსი მასწავლებელის სტატუსის მქონე ნებისმიერი საგნის მასწავლებლის მესამე ჯგუფისათვის. 

➡️ ტრენინგს: ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული უფროსი მასწავლებლებისათვის ატარებდს ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - თამარ გოგიშვილი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდული ემსახურება უფროსი მასწავლებლის პროფესიულ  გაძლიერებას  ინკლუზიური განათლების მიმართულებით. მოდულში   არსებული საკითხები ფარავს ინკლუზიურ განათლებაში მოსწავლის ჩართვის ციკლსა   და მოსწავლესთან მუშაობის სისტემურ პროცედურებს.

➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობის მხარდაჭერას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას; სწავლების პროცესში უნივერსალური სასწავლო დიზაინის გამოყენებას; სსსმ მოსწავლის პროგრესის შეფასებას; სპეციფური სწავლების სტრატეგიების გამოყენეას,  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას და სასწავლო მასალის ადაპტაციას სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად; საკლასო მენეჯმენტს, პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას.

➡️  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

დაესწროს ტრენინგის 70%-;

გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.