ტრენინგი - ფიზიკის ზოგადი კურსი - ძირითადი საგნობრივი და მეთოდური ორიენტირები უფროსი მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 9-18 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: “ფიზიკის ზოგადი კურსი - ძირითადი საგნობრივი და მეთოდური ორიენტირები უფროსი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ქეთევან ბასილაძე.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: 
• ფიზიკის მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე ფიზიკის სწავლებაში გამოსაყენებლად გაღრმავებული საგნობრივი და მეთოდური ცოდნა და უნარები ზოგადი ფიზიკის საკვანძო საკითხებში. 
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
 • ზოგად ფიზიკაში გაღრმავებული საგნობრივი ცოდნის სისტემატიზაციას და გამოყენებას; 
 • სასწავლო პროცესში სხვადასხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენებას;
 • ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების უკეთ გააზრებას და სწავლებაში გამოყენებას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ 15 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.