სკოლამდელი განათლების ტრენინგები ბათუმსა და შუახევში

✅აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.
2022 წლის 14-16 ოქტომბერსა და 21-23 ოქტომბერს,  ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა პირველი მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“.
✅ტრენინგ-მოდული ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.
ონლაინ ტრენინგს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე (ბათუმი), რიტა ნაკაშიძე (შუახევი).
1-ელი მოდულის განსახილველი თემატიკაა: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები,  პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა და სხვა.
✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.