სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ვიზიტი ფერიის სკოლაში

✅ აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიას ესტუმრა, სადაც ქართველებთან ერთად აფხაზი მუჰაჯირები ცხოვრობენ.

✅ სახელმწიფო მინისტრი ფერიის მოსახლეობას და სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა და აფხაზური ენის დღე მიულოცა და აფხაზური ენის გადარჩენის და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

✅ სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს - აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა და სკოლის პედაგოგებსა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ისინი აფხაზური ენის შესწავლისა და შენარჩუნების მიმართულებით ეწევიან.

✅ შეხვედრის დასასრულს თეა ახვლედიანმა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში სიმბოლურად ხე დარგო.

✅ სახელმწიფო მინისტრი ახალგაზრდულ სპექტაკლს დაესწრო სახელწოდებით "სამოთხის ბილეთი", რომელიც მოსწავლეების მიერ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის "დედას" მიხედვით დაიდგა და გამდიდრებული იყო აფხაზურენოვანი სიმღერებითა და პერფორმანსებით.

✅თეა ახვლედიანმა ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც აფხაზურ ენას სწავლობს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

✅ ღონისძიებას ესწრებოდნენ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე და აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე.