სამუშაო შეხვედრა ინკლუზიური განათლების პროგრამის ტრენერებთან

➡️ 2022 წლის ოქტომბერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს/ბათუმის მასწავლებლის სახლს გადმოეცა ინკლუზიური განათლების პროგრამის განახლებული ტრენინგ-მოდული: „ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“; 20 საკონტაქტო საათი. 
➡️ აჭარის რესურსცენტრებიდან შემოსული მოთხოვნის საფუძველზე აჭარის განათლების ფონდი/ ბათუმის მასწავლებლის სახლი გეგმავს ჩაატაროს ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდული, რომელიც დახმარებას გაუწევს საჯარო და კერძო სკოლების  სპეციალურ მასწავლებლებსა და კლასის ხელმძღვანელებს სსსმ მოსწავლეებთან სწავლების მეთოდიკაში ცვლილებებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენაში.
➡️ 2022 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ინკლუზიური განათლების პროგრამის ტრენერებთან. 
➡️ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განათლების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე, ინკლუზიური განათლების პროგრამის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და ბათუმის მასწავლებლის
სახლის  ტრენერები: ლელა თავდგირიძე, თამარ გოგიშვილი და დალი თურმანიძე.
➡️  შეხვედრაზე განიხილეს ტრენინგ-მოდულის თემატიკასთან და დაგეგმვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ტრენინგები ჩატარდება 7 დღის განმავლობაში. დღეში ჩატარდება ერთი სესია (მათ შორის: 1-6 დღე - 3 საათი,   მე-7 დღე - 2 საათი).