პრეზენტაცია ცერნის შესახებ ხულოს ფიზიკის პედაგოგებისათვის

✅ 2023 წლის 26 აპრილს დაბა ხულოს საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა/პრეზენტაცია ფიზიკის პედაგოგებისათვის: „ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია“.

✅ პრეზენტაციას უძღვებოდა ბათუმის მასწავლებლის სახლის 2023 წლის ცერნში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი - ირმა თავართქილაძე, რომელიც 2023 წლის 26 მარტიდან - 1 აპრილამდე სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire).

პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სოფელ ქედლების საჯარო სკოლის ფიზიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა.

✅ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ზოგადი ინფორმაცია ცერნის შესახებ და დაარსების ისტორია, ცერნის ამაჩქარებლები, დიდი ადრონული კოლაიდერი, ცერნის ლაბორატორიების მეცნიერული მიღწევები. საკითხებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიაში გადაიზარდა.

✅ პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ხულოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი -  ედუარდ მიქელაძე, აჭარის განათლების ფონდის კორდინატორი - სოფიკო თენიეშვილი,  ხულოს საჯარო სკოლების ფიზიკის პედაგოგები.

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკის მასწავლებელთა  ცერნში სტაჟირების პროგრამა ყოველ წელს დაიგეგმება.