დასრულდა ტრენინგი რუსული ენის წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2023 წლის 21-26 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი რუსული, როგორც უცხოური ენის მოქმედი წამყვანი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ციფრული რესურსის გამოყენება რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე წამყვანი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლალი მსხილაძე.

✅ ტრენინგ-კურსის მიზანია მასწავლებლები გაეცნონ  საგაკვეთილო პროცესში ციფრული   რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს.

✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, კერძოდ გაეცნობიან:

• Flipgrid -ის  პლატფორმის გამოყენებს;

• Wakelet უფასო პლატფორმის გამოყენებას;

• Book Creator - საგანმანათლებლო პროგრამას;

• ორიგინალური მრავალფუნქციური პროგრამა Genially-ს;

• Thinglink   ინტერაქტიული ინფოგრაფიკის /ინტერაქტიული პლაკატების შექმნის  ინსტრუმენტს;

• Wordwall   წიგნიერების ინსტრუმენტს

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს, მინიმუმ 4 სესიას;

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

✅ 24 აპრილს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.