დასრულდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა ტრენინგები

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროს და წამყვან  მასწავლებელთა ტრენინგები.

➡️ 2023 წლის აპრილში ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის: I ჯგუფი: 22-27 აპრილი; II ჯგუფი: 22-23; 29-30 აპრილი და 1-2 მაისი.

➡️ ტრენინგ-მოდულს: „ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნათია ცინცაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები. 

➡️ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

• ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილის დასაგეგმად;

• სხვადასხვა ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას;

• ვიზუალური მასალის მიზნობრივად შერჩევას;

• ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივი შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას;

• საგაკვეთილო რესურსების შედგენას.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.