მუსიკის მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა მუსიკის უფროს და წამყვან მასწავლებელთა ტრენინგები.
✅ 2023 წლის 29-30; აპრილსა და 3-4 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი მუსიკის უფროსი/წამყვანის სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლებისათვის.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე, უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნათია ცინცაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 4 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ მოდულის მიზანია:
• მონაწილეებმა შეძლონ შეძლონ სწავლა-სწავლების პროცესში მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება;
• ინფორმაციის მოძიების, საავტორო უფლებების, Powerpoint პრეზენტაციის, Movie Maker პროგრამის შესაძლებლობების გაცნობა და გამოყენება;
• OneDrive-ის შესაძლებლობების გამოყენება.
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას მუსიკის გაკვეთილზე;
• დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ 30 აპრილს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.