ტრენინგი - „https://graasp.eu/ პლატფორმის გამოყენება ქიმიაში“

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2023 წლის 28-30 აპრილსა და 5-7 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ქიმიის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „https://graasp.eu/ ონლაინ პლატფორმის გამოყენება ქიმიაში კვლევითი სამუშაოს ჩასატარებლად, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - თალიკო ჯაყელი.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია:
• სწავლა-სწავლების პროცესში მაიკროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება;
• https://graasp.eu/ ონლაინ პლატფორმის მუშაობის პრინციპის, შესაძლებლობების, ინსტრუმენტების გაცნობა;
• ამ პლატფორმაზე კვლევითი სამუშაოების ჩატარება სამეცნიერო მეთოდის ეტაპების გათვალისწინებით და სხვადასხვა სიმულაციის გამოყენებით.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას;
• https://graasp.eu/ პლატფორმის გამოყენებას ქიმიის კვლევითი სამუშაოს ჩასატარებლად;
• კვლევითი სამუშაოს ჩატარების პროცესში სამეცნიერო მეთოდის ყველა ეტაპის გამოყენებას და ინფორმაციის განთავსებას შესაბამის ონლაინ-სივრცეებში;
• კვლევითი სამუშაოს შესრულების ყველა ეტაპზე სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.