გრძელდება ტრენინგები - „სკოლებში ბულინგის პრევენცია“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) TEAMS-ის პლატფორმაზე წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ვებინარული ტრენინგები.
✅ 2023 წლის 22-30 აპრილსა და 1 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიწყო ტრენინგ-კურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი საგნის უფროსი მასწავლებლების ოთხი ჯგუფისათვის.
✅ ტრენინგ-კურსს: „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (ბათუმი), კახაბერ ჩაკვეტაძე (ხელვაჩაური), ლუიზა რევიშვილი (ხულო) და ნიკოლოზ იმედაიშვილი (ქობულეთი). ტრენინგის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ აღნიშნული ტრენინგ-კურსის მიზანია პედაგოგებმა აიმაღლონ კომპეტენცია:
• ბულინგის პრევენციისა და სკოლაში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნის საკითხებში;
• ძალადობის სახეებსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში.
✅ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეები შეძლებენ:
• ამოიცნონ ბულინგის შემთხვევები;
• შექმნან ბულინგის პრევენციის სასკოლო კონცეფცია სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით;
• დაინახონ 2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმაში ბულინგის პრევენციის ორგანულად ჩართვის შესაძლებლობა.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (მინიმუმ 7 სესია);
• გადალახოს ტესტის შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
(ტესტი ტრენინგის ბოლოს აიტვირთება ტრენერის მიერ სატრენინგო ჯგუფში, თიმს-ის ონლაინ პლატფორმაზე).
✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-კურსი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი საგნის უფროსი მასწავლებლებისათვის.