პრეზენტაცია CERN-ის შესახებ ქ. ბათუმის ფიზიკის პედაგოგებისათვის

➡️ 2023 წლის 23 მაისს სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში ჩატარდა შეხვედრა/პრეზენტაცია ფიზიკის პედაგოგებისათვის: „ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია“.
➡️ პრეზენტაციას უძღვებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის 2023 წელს ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები: სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი - ბაქარ დუაძე და შპს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“-ს ფიზიკის პედაგოგი - ჯაბა შაინიძე.
➡️ დამსწრე საზოგადოებას მიესალმა - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი - ანა ლამპარაძე, ქ. ბათუმის საჯარო სკოლების ფიზიკის პედაგოგები და ფიზიკის კლუბის წევრი მოსწავლეები.
➡️ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ზოგადი ინფორმაცია ცერნის შესახებ და დაარსების ისტორია, ცერნის ამაჩქარებლები, დიდი ადრონული კოლაიდერი, ცერნის ლაბორატორიების მეცნიერული მიღწევები. საკითხებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიაში გადაიზარდა.
➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირების პროგრამა ყოველ წელს დაიგეგმება.